Take That Presents: The Circus Live — ბრიტანული პოპ-ჯგუფ Take That-ის მეშვიდე საკონცერტო ტურნე, გამართული ალბომ The Circus-ის მხარდასაჭერა. იგი დაიწყო 2009 წლის 5 ივნისს Stadium of Light-ზე, სანდერლენდში და დასრულდა იმავე წლის 5 ივლისს უემბლიზე, ლონდონში. ეს იყო ჯგუფის ტექნიკურად იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური ტურნე. [1] მას დაესწრო 1,014,000 მაყურებელი.[2] ტურნეს შემოსავალმა 40,560,000 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. იგი აგრეთვე იყო იმ დროისთვის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ტურნე, ხუთი საათის განმავლობაში გაყიდული ყველა, 600.000 ბილეთით. [3]