Thailand Open — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი, ორგანიზებული ბერი ჰირნისა და მისი Matchroom Sports-ის მიერ. სხვადასხვა დროს იმართებოდა სახელწოდებებით Thailand Open, Thailand Classic, აგრეთვე Thailand Masters, რომლებიც 1989/90 წლების სეზონიდან 2001/02 წლების სეზონამდე რეიტინგული იყო. ამჟამად იშვიათად ტარდება, როგორც არარეიტინგული ტურნირი და არ შედის მეინ-ტურის კალენდარში.
მარკ უილიამსმა და ჯეიმზ უოტანამ (ადგილობრივი მოთამაშე) სამ-სამჯერ გაიმარჯვეს ტურნირზე.