The Ballad of Darren — ინგლისური როკ-ჯგუფ Blur-ის მეცხრე სტუდიური ალბომი, გამოცემული 2023 წლის 21 ივლისს, Parlophone-ის და Warner Records-ის მიერ. მისი სიმღერების ძირითადი ავტორია დეიმონ ოლბარნი, რომელიც მასალაზე მუშაობდა 2022 წელს, Gorillaz-ის ტურნეს დროს, შემდგომში კი დაასრულა ჯგუფის წევრებთან ერთად. ალბომის ჩაიწერა ჯეიმზ ფორდის პროდიუსერობით, ლონდონის Studio 13-ში და დევონში. ეს არის ჯგუფის ორიგინალური მასალის შემცველი პირველი ალბომი 2015 წლის The Magic Whip-ის შემდეგ და მის დისკოგრაფიაში — ყველაზე მოკლე (40 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობით). ალბომის გარეკანზე გამოყენებულია 2004 წლის ფოტოსურათი, გადაღებული მარტინ პარის მიერ, შოტლანდიაში, ხოლო სახელწოდება მომდინარეობს დარენ „სმოგი“ ევანსის, ჯგუფის პირადი მცველის სახელიდან.