The Ballad of John and Yoko — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი გამოიცა სინგლის სახით, 1969 წელს (b-გვერდზე სიმღერით Old Brown Shoe). სიმღერის ავტორები არიან ლენონი/მაკ-კარტნი. სიმღერაში აღწერილია ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ქორწინებასთან დაკავშირებული მოვლენები.
რამდენიმე ამერიკულმა რადიოსადგურმა უარი თქვა სიმღერის თავის ეთერში გაშვებაზე, შემდეგი სტრიქონების გამო
![]() |
„Christ, you know it ain’t easy,
You know how hard it can be, The way things are going, They’re gonna crucify me.“ |
მიზეზად სახელდებოდა ტექსტში იესო ქრისტესა და ჯვარცმის ინტერპრეტაცია.