„The Nile Song“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა და სინგლი, რომელიც გამოვიდა ევროპაში 1969 წელს. იგი ჩაიწერა იმავე წლის მარტის სტუდიური სესიების დროს და ჟღერს რეჟისორ ბარბეტ შროდერის ფილმში „მეტი“. კომპოზიცია აგრეთვე შეტანილია ალბომში More.[2][3] მსმენელები თანხმდებიან, რომ ეს არის ჯგუფის ცდა მძიმე როკის ჟანრში[1]. სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი. ეს ერთ-ერთია იმ სიმღერებიდან, რომლებშიც არ არის გამოყენებული კლავიშებიანი საკრავები. „Ibiza Bar“ იმავე ალბომიდან იგივე ტიპის სიმღერაა.
- ↑ 1.0 1.1 Relics, Pink Floyd: Review, Allmusic.
- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.