The Voice of Holland | |
---|---|
ჟანრი | რეალითი შოუ |
ავტორი |
ჯონ დე მოლი როელ ვან ველზენი |
წამყვანი |
მარტიჯინ კრაბე ვენდი ვან დიჯიკი (2010-2019) ჩანტალ ჯანზენი (2019-) |
მონაწილეობენ | The Voice of Holland-ის ბენდი |
ჟიური |
ჯეროენ ვან დერ ბუმი (2010-2011) როელ ვან ველზენი (2010-2012) ანჯელა გრუტუიზენი (2010-2012) ნიკი & სიმონი (2010-2012) მარკო ბორსატო (2011-2016) ტრიჯნტჯე ოოსტერჰუისი (2012-2014) აილს დელანჯი (2013-2014) ალი ბი (2013-) სანე ჰანსი (2015-2018) ანუკი (2015-) ვეილონი (2016-) გუუს მეუვისი (2016-2017) ლილ' კლეინე (2018-2020) ჯან სმიტი (2020-) |
გახმოვანება | მარტიჯინ კრაბე |
ქვეყანა | ნიდერლანდები |
ენა | ჰოლანდიური |
სეზონი | 11 |
ეპიზოდი | 137 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | Talpa Productions |
მონტაჟი | 16:9 |
ხანგრძლივობა | 120 წთ (რეკლამებით) |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | RTL 4 |
ეთერში | 17 სექტემბერი, 2010 — დღემდე |
დაკავშირებული შოუები |
The Voice Kids The Voice Senior |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
The Voice of Holland, აგრეთვე ცნობილი როგორც TVOH — ჰოლანდიური ვოკალისტების რეალითი შოუ, რომლის ავტორია ჯონ დე მოლი და გადის RTL 4-ზე. პირველი ცხრა სეზონის განმავლობაში შოუს წამყვანები იყვნენ მარტიჯინ კრაბე და ვენდი ვან დიჯიკი. მეათე სეზონში ვან დიჯიკი ჩაანაცვლა ჩანტალ ჯანზენმა, რომელმაც შოუს წაყვანა გააგრძელა მომდევნო სეზონშიც.
შოუს ჰყავს მწვრთნელების პანელი, რომლებიც მომღერლებს მთელი სეზონის განმავლობაში მენტორობას უწევენ. მათი მიზანია, რომ რომელიმე გამარჯვებული მწვრთნელი გახდეს თავისი მომღერლის გამარჯვებით. ორიგინალურ პანელში შედიოდნენ ჯეროენ ვან დერ ბუმი, როელ ვან ველზენი, ანჯელა გრუტუიზენი და ნიკი & სიმონი. ამჟამინდელ პანელში შედიან ვეილონი, ჯან სმიტი, ანოუკი და ალი ბი. სხვა მწვრთნელები წინა სეზონებიდან იყვნენ მარკო ბორსატო, ტრიჯნტჯე ოოსტერჰუისი, აილს დელანჯი, სანე ჰანსი, გუუს მიუვისი და ლილ' კლეინე.
შოუ ძალიან პოპულარული გახდა, რის გამოც მისი ანალოგები უამრავ ქვეყანაში შეიქმნა.