The Dark Side of the Moon

The Dark Side of the Moon
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 1 მარტი, 1973
ჩაიწერა ივნისი, 1972 - იანვარი, 1973
სტუდია ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 42:49
ლეიბლი Harvest
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
Obscured by Clouds
(1972)
The Dark Side of the Moon
(1973)
Wish You Were Here
(1975)
ალტერნატიული გარეკანი
სინგლები ალბომიდან The Dark Side of the Moon
  1. „Money“
    გამოცემის თარიღი: 7 მაისი 1973
  2. „Time / Us and Them“
    გამოცემის თარიღი: 4 თებერვალი 1974
პროფესიონალური რეიტინგები
რეტროსპექტიული მიმოხილვები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[1]
Billboard5/5 stars[2]
რობერტ კრისტგოუB[3]
MusicHound5/5 stars[4]
NME8/10[5]
PopMatters9/10[6]
Q4/5 stars[7]
The Rolling Stone Album Guide5/5 stars[8]
Sputnikmusic5/5[9]
Uncut4/5 stars[5]

The Dark Side of the Moonინგლისური პროგრესულ როკ ჯგუფ პინკ ფლოიდის მერვე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1973 წლის მარტში. იგი ეფუძნება ჯგუფის მიერ მანამდე შექმნილ ჩანაწერებსა და საკონცერტო გამოსვლებს, თუმცა არ შეიცავს ვრცელ ინსტრუმენტულ პიესებს, რომლებიც პინკ ფლოიდის შემოქმედებას ახასიათებდა 1968 წლიდან, მას შემდეგ, რაც იგი დატოვა მუსიკისა და ტექსტების თანაავტორმა, სიდ ბარეტმა. The Dark Side of the Moon-ში მიმოხილულ თემებს შორის არის კონფლიქტები, სიხარბე, დრო და გონებრივი შეშლილობა, რაც შთაგონებული იქნა ბარეტის პიროვნებითაც.

სიმღერების ეს ციკლი დაიხვეწა საკონცერტო გამოსვლების პერიოდში და პირველად წარდგენილი იქნა სტუდიური ჩანაწერის გამოსვლამდე. ახალი მასალა 1972 და 1973 წლებში, ები-როუდის სტუდიებში (ლონდონი) იწერებოდა. ჯგუფი იყენებდა თავისი დროის ყველაზე ახალ ხმისჩამწერ ტექნიკას, მაგალითად, მრავალფირიან ჩასაწერ მოწყობილობებსა და ფირების მარყუჯებს. რამდენიმე სიმღერაში გამოყენებული იქნა ანალოგური სინთეზატორები და ჯგუფის ტექნიკურ პერსონალთან საუბრების ნაწყვეტები, სადაც ჟღერს სხვადასხვა საკითხის ფილოსოფური განხილვა. ხმის ინჟინერმა ალან პარსონსმა ალბომის ჟღერადობაზე და სტუდიაში კლერ ტორის დამატებითი ვოკალისტის მოყვანის სახით იზრუნა. ალბომის საკულტო სტატუსის მქონე გარეკანზე გამოსახული პრიზმა ასახავს ჯგუფის სასცენო განათებას, ტექსტების თემებსა და მუსიკოს რიჩარდ რაიტის მიერ „უბრალო და ნათელი“ დიზაინის შექმნის იდეას.

გამოსვლისთანავე, The Dark Side of the Moon წარმატებულ ჩანაწერად იქცა, მოექცა რა ბილბორდის 200-ეულში. 1973-1988 წლებში ალბომი ჩარტებში სულ 741 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც მუსიკის ისტორიაში ყველა სხვა ალბომთან შედარებით უნიკალურ მოვლენად ითვლება[10]. დღეისათვის გაყიდულია მისი დაახლოებით 50 მილიონი ასლი და იგი რჩება პინკ ფლოიდის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად. მას რემასტერინგი ორჯერ ჩაუტარდა. ალბომი არაერთხელ გამოცემულა განახლებული სახით ან მთლიანად შესრულებულა სხვა მუსიკოსების მიერ. მასში შეტანილია სინგლების სახით გამოცემული სიმღერები, „Money“ და „Time“. კომერციული წარმატების გარდა, The Dark Side of the Moon არის კრიტიკოსთა და მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი ჩანაწერი და ხშირად აღინიშნება, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ალბომი.

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას, Review: The Dark Side of the Moon, allmusic.com, https://www.allmusic.com/album/r2242794. წაკითხვის თარიღი: 3 November 2011
  2. Smirke, Richard. (16 March 2013) Pink Floyd, 'The Dark Side of the Moon' At 40: Classic Track-By-Track Review. billboard.com. ციტირების თარიღი: 25 November 2014.
  3. Christgau 1981, p. 303.
  4. Graff & Durchholz 1999, p. 874.
  5. 5.0 5.1 The Dark Side Of The Moon Review, tower.com, 20 March 1993, p. 33, http://www.tower.com/dark-side-moon-pink-floyd-vinyl/wapi/106260636. წაკითხვის თარიღი: 22 აპრილი 2010 დაარქივებული 18 August 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  6. Valdivia, Victor (15 December 2011), Pink Floyd: The Dark Side of the Moon: Experience Edition, PopMatters, http://www.popmatters.com/review/150133-pink-floyd-the-dark-side-of-the-moon-experience-edition/. წაკითხვის თარიღი: 21 March 2015
  7. Davis, Johnny (October 1994), The Dark Side of the Moon Review, Q, p. 137
  8. Sheffield et al. 2004, p. 637.
  9. Campbell, Hernan M. (5 March 2012), Review: Pink Floyd - The Dark Side of the Moon, Sputnikmusic, http://www.sputnikmusic.com/review/48451/Pink-Floyd-The-Dark-Side-of-the-Moon/. წაკითხვის თარიღი: 22 October 2013
  10. http://edition.cnn.com/2011/09/27/showbiz/music/pink-floyd-mason/index.html

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne