The Final Cut | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 21 მარტი, 1983 | |||
ჩაიწერა | ივლისი - დეკემბერი, 1982 | |||
სტუდია |
| |||
ჟანრი | არტ-როკი[4] | |||
ხანგრძლივობა |
43:14 46:30 (2004 წლის და შემდგომი გამოცემები) | |||
ლეიბლი | ||||
პროდიუსერი | ||||
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Final Cut | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [5] |
The Daily Telegraph | [6] |
Drowned in Sound | 4/10[7] |
The Encyclopedia of Popular Music | [8] |
MusicHound Rock | [9] |
Paste | 7.8/10[10] |
Pitchfork | 9.0/10[11] |
Rolling Stone | [12] |
The Rolling Stone Album Guide | [13] |
The Village Voice | C+[14] |
The Final Cut (ქართ. უკანასკნელი მონტაჟი) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეთორმეტე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1983 წლის 21 მარტს, Harvest-ის და Columbia Records-ის მიერ. ეს უკანასკნელი ალბომია, რომელიც როჯერ უოტერსის მონაწილეობით ჩაიწერა.
ალბომის მუსიკალური მასალა ახლოს არის The Wall-ის სიმღერებთან და წარმოადგენს ამ ალბომის სესიების შემდეგ დარჩენილ მასალას, თუმცა უოტერსის დომინირებას აქ ხაზს უსვამს წარწერა გარეკანზე: „The Final Cut: ომის შემდგომი ოცნების რეკვიემი - ავტორი როჯერ უოტერსი, ასრულებს პინკ ფლოიდი“. The Final Cut აგრეთვე არის ჯგუფის ერთადერთი ალბომი თანადამაარსებლის, რიჩარდ რაიტის მონაწილეობის გარეშე — მან პინკ ფლოიდი დატოვა უოტერსის მხრიდან ზეწოლის შედეგად. გარდა ამისა, ჯგუფში სხვა კონფლიქტმაც იჩინა თავი — დევიდ გილმორი თვლიდა, რომ ზოგიერთი სიმღერა ალბომში არ უნდა შეეტანათ, თუმცა უოტერსმა ბრალი დასდო, რომ მას ალბომში რამე მუსიკალური წვლილი არ შეუტანია. ამასთან, ნიკ მეისონის წვლილიც შემოიფარგლა, მეტწილად, ხმოვან ეფექტებზე მუშაობით.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ეს ალბომი იქნებოდა The Wall-ის კინოვერსიის საუნდტრეკი. ფოლკლენდის ომის ფონზე როჯერმა ამ ჩანაწერს კონცეპტუალური ალბომის სახე მიანიჭა და მიუძღვნა მამას, რომელიც დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. მან ჩაწერა წამყვანი ვოკალები ალბომის 12-დან 11 სიმღერისთვის და მითითებულია როგორც ყველა სიმღერის ავტორი. 1983 წელს აგრეთვე გამოვიდა ალბომის თანხმლები მოკლემეტრაჟიანი ფილმი. არც ერთი სიმღერა ამ ალბომიდან ჯგუფის კონცერტებზე არ შესრულებულა, თუმცა რამდენიმეს უოტერსი სოლო-ტურნეების დროს უკრავდა.
The Final Cut-ს წილად ხვდა არაერთგვაროვანი შეფასებები. უფრო გვიანდელი მიმოხილვები ბევრად კეთილგანწყობილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ალბომმა ბრიტანეთის ჩარტში დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო აშშ-ში — მეექვსე, ჯგუფის სხვა სტუდიური ალბომების ფონზე (Meddle-ის შემდეგ) მისი გაყიდვების მაჩვენებლები ყველაზე დაბალი იყო.
|access-date=
, |date=
, და |archive-date=
-ში (დახმარება)
|date=
და |archive-date=
-ში (დახმარება)