The Lamb Lies Down on Broadway

The Lamb Lies Down on Broadway
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 29 ნოემბერი, 1974
ჩაიწერა აგვისტო - ოქტონბერი, 1974, სტუდია Island Mobile, უელსი
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 94:22
ლეიბლი Charisma
Atco
პროდიუსერი ჯონ ბერნსი; ჯენესისი
ჯენესისი — ქრონოლოგია
Selling England by the Pound
(1973)
The Lamb Lies Down on Broadway
(1974)
A Trick of the Tail
(1976)
სინგლები ალბომიდან The Lamb Lies Down on Broadway
  1. „Counting Out Time“
    გამოცემის თარიღი: 1 ნოემბერი 1974
  2. „The Carpet Crawlers“
    გამოცემის თარიღი: აპრილი 1975
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[1]
BBC Music(კეთილგანწყობილი)[2]
რობერტ კრისტგოუB−[3]
The Rolling Stone Album Guide4/5 stars[4]

The Lamb Lies Down on Broadwayინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის ორმაგი კონცეპტუალური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1974 წლის 29 ნოემბერს. ეს არის ჯგუფის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი და უკანასკნელი, ჩაწერილი პიტერ გებრიელის მონაწილეობით.

ალბომში მოთხრობილია პუერტო რიკოელი ახალგაზრდის, რაელის სიურრეალისტური ამბავი, რომელიც ვითარდება ნიუ-იორკის ქუჩებსა და მიწისქვეშეთში. მიწისქვეშ რაელი აღმოაჩენს თავის გარდაცვლილ ძმა ჯონს. სხვადასხვა მოგზაურობისას იგი სიურრეალისტურ სამყაროში ამოჰყოფს თავს. საბოლოოდ, იგი საკუთარ ბედს შეეგუება და მოულოდნელად მიხვდება, რომ უკვე დიდი ხნის მკვდარია.

ალბომის კონცეფცია პიტერ გებრიელს ეკუთვნის. დღემდე ეს მისი ტექსტობრივად ყველაზე რთული ნაწარმოებია. The Lamb Lies Down on Broadway ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კონცეპტუალურ ალბომად.

დისკის გამოცემის შემდეგ მოეწყო მასშტაბური თეატრალიზებული ტურნე, რომლის დასრულებისას გებრიელმა განაცხადა ჯგუფიდან წასვლაზე.

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას. (2011)The Lamb Lies Down on Broadway. AllMusic. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
  2. Easlea, Daryl. (23 აპრილი 2007) BBC – Music – Review of Genesis – The Lamb Lies Down on Broadway. BBC. ციტირების თარიღი: 7 ივნისი 2012.
  3. კრისტგოუ, რობერტ. (2011)Robert Christgau: Album: Genesis: The Lamb Lies Down on Broadway. robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
  4. (2004) The new Rolling Stone album guide. New York: Simon & Schuster, გვ. 327. ISBN 978-0-7432-0169-8. 

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne