The Wall

ეს სტატია პინკ ფლოიდის ალბომს ეხება ეხება. ფილმის შესახებ იხილეთ პინკ ფლოიდი: კედელი.
The Wall

ალბომის ორიგინალური გამოცემები წარმოდგენილი იყო ნაწებით, რომელზეც შაფი ან წითელ ფერით ეწერა ჯგუფის და ალბომის სახელი
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 30 ნოემბერი, 1979 (1979-11-30)
ჩაიწერა დეკემბერი 1978—ნოემბერი 1979
სტუდია
ჟანრი
ხანგრძლივობა 80:42
ლეიბლი
პროდიუსერი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
Animals
(1977)
The Wall
(1979)
A Collection of Great Dance Songs
(1981)
ალტერნატიული გარეკანი

2012 წლის Immersion-ის კამპანიის გამოცემა
სინგლები ალბომიდან The Wall
  1. „Another Brick in the Wall, Part 2 / One of My Turns“
    გამოცემის თარიღი: 23 ნოემბერი, 1979 (1979-11-23)
  2. „Run Like Hell / Don't Leave Me Now“
    გამოცემის თარიღი: 17 აპრილი, 1980 (1980-04-17)
  3. „Comfortably Numb / Hey You“
    გამოცემის თარიღი: 23 ივნისი, 1980 (1980-06-23)
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic84/100[4]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4.5/5 stars[5]
BBC Music(კეთილგანწყობილი)[6]
რობერტ კრისტგოუB−[7]
The Daily Telegraph3/5 stars[8]
MusicHound5/5 stars[9]
Rolling Stone(კეთილგანწყობილი)[10]
The Rolling Stone Album Guide3/5 stars[11]
Smash Hits8/10[12]
Virgin Encyclopedia of Popular Music4/5 stars[13]

The Wall (ქართ. კედელი) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომი. გამოცემული ორმაგი ალბომის სახით 1979 წლის 30 ნოემბერს, იგი ასევე ადაპტირებული იქნა სასცენო შოუს და ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ სახით.

ისევე, როგორც ჯგუფის წინა სამი სტუდიური ალბომი, The Wall კონცეპტუალური ალბომია და განიხილავს საზოგადოებისგან გარიყვისა და პიროვნების გაუცხოების თემას. მისი ერთგვარი ჩანასახი გამოჩნდა ჯგუფის 1977 წლის ტურნეს In the Flesh პერიოდში. ჯგუფის ბას გიტარისტმა და ტექსტების ავტორმა როჯერ უოტერსმა იგრძნო ჯგუფის მსმენელისგან გაუცხოება. მან წარმოიდგინა კედელი, რომელსაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის აღმართავდა. ალბომი ერთგვარი როკ-ოპერის სახეს ატარებს, რომლის ცენტრალური პერსონაჟია პინკი, რომლის პროტოტიპია უოტერსი ან სიდ ბარეტი. პინკის ცხოვრება იწყება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მამის დაკარგვით და გრძელდება სკოლის მასწავლებლების მხრიდან ცუდი დამოკიდებულებით. ამის გარდა, უსიამოვნო ფაქტორებს წარმოადგენს ზედმეტად მზრუნველი დედა და საბოლოოდ, წარუმატებელი ქორწინება. ყოველი ამ მოვლენიდან იქცევა პინკის საზოგადოებისგან გარიყვის მორიგ მიზეზად, „აგურად“, რომელიც მეტაფორულ კედელს ემატება.

The Wall-ში შეიმჩნევა უფრო უკმეხი და თეატრალიზებული სტილი, ვიდრე პინკ ფლოიდის წინა ალბომებში. რიჩარდ რაიტმა ამ დროისათვის ჯგუფი სტუდიური მუსიკოსის სახით დატოვა, მაგრამ დაბრუნდა დაქირავებული მუსიკოსის სახით, ტურნეს The Wall (1980-1981) ფარგლებში.

გამოცემისთანავე კომერციული წარმატების მომტანი ეს ალბომი იქცა 1980 წლის ერთ-ერთ გაყიდვად ჩანაწერად და 1999 წლისათვის აშშ-ში 11.5 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მისი 23 მილიონზე მეტი ასლი. ჟურნალმა „როლინგ სტოუნი“ The Wall შეიტანა სიის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი“ 87-ე პოზიციაზე.

  1. Murphy, Sean. (17 November 2015) The 25 Best Classic Progressive Rock Albums. PopMatters. ციტირების თარიღი: 7 June 2016
  2. Brown, Jake (2011). Jane's Addiction: In the Studio. SCB Distributors, გვ. 9. ISBN 978-0-9834716-2-2. 
  3. Breithaupt, Don; Breithaupt, Jeff (2000), Night Moves: Pop Music in the Late '70s, St. Martin's Press, p. 71, ISBN 978-0-312-19821-3, https://books.google.com/books?id=mw1jAwAAQBAJ. წაკითხვის თარიღი: 12 March 2016
  4. The Wall საიტზე Metacritic
  5. ერლეუაინი, სტივენ თომას. Album review AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: 5 July 2011.
  6. Easlea, Daryl (17 April 2007), Pink Floyd The Wall Review, BBC, http://www.bbc.co.uk/music/reviews/9qw6. წაკითხვის თარიღი: 23 September 2009
  7. კრისტგოუ, რობერტ (31 March 1980), "კრისტგოუ's Consumer Guide", The Village Voice (New York), http://www.robertchristgau.com/xg/cg/cgv3-80.php. წაკითხვის თარიღი: 22 October 2013
  8. McCormick, Neil (20 May 2014). „Pink Floyd's 14 studio albums rated“. The Daily Telegraph. London. ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  9. Graff, Gary; Durchholz, Daniel (eds) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 872. ISBN 1-57859-061-2. 
  10. Loder, Kurt (7 February 1980), "Pink Floyd — The Wall", Rolling Stone, http://www.rollingstone.com/music/albumreviews/the-wall-19800207. წაკითხვის თარიღი: 6 October 2009
  11. Sheffield, Rob. (2 November 2004) Pink Floyd: Album Guide. Rolling Stone. Wenner Media, Fireside Books. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 February 2011. ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  12. Starr, Red. „Albums“. Smash Hits (December 13–26, 1979): 29.
  13. Pink Floyd The Wall. Acclaimed Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 27 December 2014.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne