The Who

The Who

ჯგუფი 1975 წელს.
მარცხნიდან მარჯვნივ: როჯერ დოლტრი (ვოკალი), ჯონ ენტუისლი (ბას-გიტარა), კით მუნი (დასარტყმელი საკრავები), პიტ ტაუნსენდი (წამყვანი გიტარა)
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც The Detours, The High Numbers
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1964–1983, 1989, 1996–დღემდე
(დროებითი გაერთიანებები: 1985, 1988, 1990, 1991, 1994)
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი thewho.com
The Who ვიკისაწყობში

The Whoინგლისური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1964 წელს. მისი კლასიკური შემადგენლობის წევრები იყვნენ ვოკალისტი როჯერ დოლტრი, გიტარისტი და ვოკალისტი პიტ ტაუნსენდი, ბას-გიტარისტი ჯონ ენტუისლი და დრამერი კით მუნი. The Who ივთვლება XX საუკუნის ერთ-ერთ გავლენიან ჯგუფად, მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი გაყიდული დისკით და ცნობილია საკონცერტო გამოსვლებით და სტუდიური ნამუშევრებით

The Who წარმოიშვა The Detours-ისგან, იქცა პოპ-არტის და მოდების სიმბოლოდ და სკანდალური რეპუტაცია შეიძინა სცენაზე ინსტრუმენტების მტვრევით. მათი პირველი სინგლი, „I Can't Explain“ მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო ათეულში, რასაც მოჰყვა არანაკლებ წარმატებული „My Generation“, „Substitute“ და „Happy Jack“. 1967 წელს კოლექტივი გამოვიდა მონტერეის პოპ-ფესტივალზე და, აქტიური ტურნეების პარალელურად, გამოსცა შემდგომში აშშ-ის ათეულში მოხვედრილი „I Can See for Miles“. მათი მეოთხე ალბომი, 1969 წლის როკ-ოპერა Tommy, რომელშიც შედის სინგლი „Pinball Wizard“, სარგებლოდა კომერციული და კრიტიკოსთა შორის წარმატებით. ვუდსტოკის და უაიტის კუნძულის ფესტივალებზე გამოსვლით, ისევე, როგორც საკონცერტო ალბომით Live at Leeds, გამყარდა The Who-ს, როგორც პატივსაცემი როკ-ჯგუფის სახელი. წარმატებას მოჰყვა შემოქმედებითი სირთულეებიც. ჯგუფის სიმღერების ავტორი და კონცეპტუალისტი ტაუნსენდი ცდილობდა Tommy-ს ღირსეული გაგრძელების შექმნას. მან დაწერა Lifehouse, რომელიც დაუსრულებელი დარჩა, თუმცა Who's Next-ში, ჰიტური სინგლით „Won't Get Fooled Again“, შევიდა გამოუყენებელი სიმღერების ნაწილი. 1973 წელს ჯგუფმა გამოუშვა ახალი როკ-ოპერა, Quadrophenia, ხოლო 1975 წელს - Tommy-ს კინოვერსია. ფართო მსმენელის წინაშე კონცერტების გამართვის შემდეგ The Who-მ 1976 წელს აქტიური გამოსვლები შეწყვიტა. Who Are You 1978 წელს გამოიცა, მაგრამ ჯგუფის შეარყია მუნის გარდაცვალებამ.

კით მუნს კენი ჯოუნსი ჩაენაცვლა და The Who-მ განაახლა როგორც ალბომების ჩაწერა, ასევე კონცერტები. Quadrophenia-ს კინოადაპტირების და დოკუმენტური ფილმის „ბავშვები კარგად არიან“ შემდეგ ტაუნსენდი დაიღალა და ჯგუფი 1982 წელს დაიშალა. იგი დროდადრო კვლავ იკრიბებოდა, მაგალითად - 1985 წელს, Live Aid-ზე, 1989 წელს - 25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად და 1996-1997 წლებში - Quadrophenia-ს იუბილესთვის. 1999 წელს მათ განაახლეს კონცერტების ტრადიცია, დრამერ ზაკ სტარკისთან ერთად. 2002 წელს ენტუისლი გარდაიცვალა და ახალ ალბომზე მუშაობა გადაიდო. ტაუნსენდმა და დოლტრიმ კვლავ განაგრძეს ჯგუფის სახელით გამოსვლა და 2006 წელს საბოლოოდ გამოუშვეს Endless Wire, რომელსაც სხვა სტუდიური ალბომი აღარ მოჰყოლია. თუმცა, მათ კვლავ განაგრძეს ტურნეების ჩატარება.

The Who-ს ძირითადი წვლილი როკ-მუსიკაში წარმოადგენს Marshall-ის ფირმის ტექნიკის კომბინირება, მძლავრი ხმოვანი სისტემენო. სინთეზატორის გამოყენება, ენტუისლის და მუნის შესრულების სტილები, ტაუნსენდის ფიდბეკის ეფექტები და მძლავრი აკორდების ტექნიკა და როკ-ოპერის ჟანრის ჩამოყალიბება. აღიარებულია, რომ მათ გავლენა მოახდინეს მძიმე და პანკ-როკზე, ისევე, როგორც მოდ-ჯგუფებზე. მათი სიმღერები კვლავ ფართოდ აღიარებულია.


From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne