This Was | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 25 ოქტომბერი, 1968 | |||
ჩაიწერა | 13 ივნისი, 1968 - 23 აგვისტო, 1968 | |||
ჟანრი | ბლუზ-როკი, ჯაზ-როკი, პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 38:21 | |||
ლეიბლი | Island Records (ბრიტანეთი), Reprise Records (აშშ) | |||
პროდიუსერი | ჯეთრო ტალი, ტერი ელისი | |||
ჯეთრო ტალი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან This Was | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Record Collector | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
The Village Voice | C−[4] |
The Daily Vault | A[5] |
Encyclopedia of Popular Music | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
This Was — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1968 წელს. იგი ჩაიწერა სულ 1200 გირვანქა სტერლინგის ბიუჯეტით და მიიღო ბევრი დადებითი შეფასება. ვუდსტოკის ფესტივალის მოვლენების ამსახველ დოკუმენტურ ფილმში გაისმის სიმღერის „Beggar's Farm“ ფრაგმენტები, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დროს ეს ალბომი შტატებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ისევე, როგორც შემდგომში ბევრ სხვა ალბომზე, იენ ანდერსონმა სიმღერები გიტარისტი მიკ აბრაჰამსთან ერთად დაწერა. ალბომი უფრო ახლოს არის რიტმ-ენდ-ბლუზთან, ვიდრე პროგრესულ როკთან.
ამ ალბომში ასევე შესულია ჯგუფის ერთადერთი სიმღერა, რომელზეც არ მღერის ანდერსონი - ეს არის Move On Alone, მიკ აბრაჰამსის ვოკალით. თავად აბრაჰამსმა დატოვა ჯგუფი ამ დისკის გამოცემის შემდეგ.
ალბომში ასევე შეტანილია ჯაზური კომპოზიციის „Serenade to a Cuckoo“ იმპროვიზაცია. მისი ორიგინალური ავტორი როლანდ კირკია, რომლის ფლეიტაზე დაკვრის მანერამ დიდი გავლენა იქონია ანდერსონზე.