Tonite Let's All Make Love in London | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
კინომუსიკა — საუნდტრეკი, სხვადასხვა შემსრულებელი | ||||
გამოცემის თარიღი |
18 ივლისი, 1968 (გრამფირფიტა) 26 თებერვალი, 1991 (კომპაქტ დისკი) | |||
ჩაიწერა | იანვარი-მაისი, 1967 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 62:29 | |||
ლეიბლი |
Immediate (1968) See For Miles (1991) | |||
პროდიუსერი | ჯო ბოიდი (მხოლოდ პინკ ფლოიდის კომპოზიციები) | |||
პინკ ფლოიდის საუნდტრეკების ქრონოლოგია — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Tonite Let's All Make Love in London (ქართ. მოდით ამ საღამოს ლონდონში სიყვარულით დავკავდეთ) — მუსიკალური ალბომი, რომელიც შეიცავს პიტერ უაიტჰედის ამავე სახელწოდების ფილმში გაჟღერებულ სიმღერებს. ფილმი ეფუძნება ლონდონში გამართულ ფსიქოდელიურ კონცერტებს, სხვადასხვა ინტერვიუს და ჯგუფ პინკ ფლოიდის სტუდიურ ჩანაწერებს. გარდა ამისა, ფილმში ასევე გადაღებულები არიან: ჯონ ლენონი, იოკო ონო, ვანესა რედგრეივი, ლი მარვინი, ჯული კრისტი, ალენ გინზბერგი, ერიკ ბერდონი, მაიკლ კეინი და სხვები.
1990 წელს ლეიბლმა See For Miles Records გამოსცა საუნდტრეკის განსხვავებული ვერსია, დისკის Tonite Let's All Make Love in London ...Plus (ნომერი კატალოგში: SEEK 258) სახით. ალბომში შეტანილია იგივე კომპოზიციები, რაც ორიგინალურ ფირფიტაზე, თუმცა პინკ ფლოიდის Interstellar Overdrive წარმოდგენილია უფრო ვრცელი სახით (თავდაპირველად მისი ხანგრძლივობა მხოლოდ 3:02 იყო), 16:46 ხანგრძლივობით. დისკში ასევე შეტანილია Nick's Boogie (11:50), კიდევ ერთი იმპროვიზაცია. ჩანაწერი შეიცავს ფილმში შეტანილ ინტერვიუებსაც.
Tonite Let's All Make Love in London...Plus-ის პრომოკამპანიის ფარგლებში გამოიცა დისკი მხოლოდ პინკ ფლოიდის კომპოზიციებით და ინტერვიუებით მაიკლ კეინთან და ლი მარვინთან. თუმცა ამ გამოცემას ახლდა წარწერა 'Mini Promotion - CD Sampler' (მინი-პრომოუშენი - კომპაქტ-დისკის ნიმუში), სინამდვილეში ეს იყო ოფიციალური სრულყოფილი გამოცემა, რომელიც მუსიკალურ მაღაზიებშიც იყიდებოდა. ორივე ინტერვიუ ინდექსირებულია ერთ ტრეკად, თუმცა ბუკლეტზე ორივე მითითებულია ცალ-ცალკე.