Tripping the Live Fantastic | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
საკონცერტო ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 5 ნოემბერი 1990 | |||
ჩაიწერა |
26 სექტემბერი 1989 - 30 ივნისი 1990 | |||
ჟანრი | პოპ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:18:20 | |||
ლეიბლი | Parlophone/EMI | |||
პროდიუსერი | პოლ მაკ-კარტნი, ბობ კლირმაუნტინი, პიტერ ჰენდერსონი | |||
პოლ მაკ-კარტნი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Tripping the Live Fantastic — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის პირველი ოფიციალური საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1990 წელს. ალბომი გამოვიდა ორმაგ ფირფიტაზე, ორმაგ აუდიოკასეტაზე და ორმაგ კომპაქტ დისკზე.
ალბომში შეტანილია Flowers in the Dirt-ში შესული და The Beatles-ის სიმღერების საკონცერტო ვერსიები. აგრეთვე შეტანილია ჩანაწერები რეპეტიციიდან.
Tripping the Live Fantastic მოხვდა #16 ადგილზე ბრიტანეთის და #26 ადგილზე - აშშ ჩარტში. ალბომის შემოკლებული ვერსია Tripping the Live Fantastic: Highlights! გამოვიდა იმავე პერიოდში.
ალბომის სინგლების B-მხარეები არ იქნა შეტანილი საკონცერტო დისკში. განსხვავებულ ხედვას წარმოადგენს რიჩარდ ლესტერის საკონცერტო ფილმი Get Back.
Disney Channel-ის მიერ გადაღებული იქნა სპეციალური გადაცემა Paul McCartney: Coming Home, რომელშიც შეტანილი იქნა პოლის მიერ შესრულებული "Strawberry Fields", "Help", და "Give Peace a Chance".
გამოვიდა კიდევ ერთი ვიდეოფილმი Paul McCartney: Put it There. ფილმში წარმოდგენილია პოლ მაკ-კარტნის რეპეტიცია.