Turn It On Again: The Hits | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
საუკეთესო ჰიტების ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 25 ოქტომბერი, 1999 | |||
ჩაიწერა | 1973 - 1998 | |||
ჟანრი | პოპ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 78:56 | |||
ლეიბლი | Virgin | |||
პროდიუსერი |
ჯენესისი, ჰიუ პეჯემი, ნიკ დეივისი, დევიდ ჰენჩელი, ჯონ ბერნსი, და ტრევორ ჰორნი[1] | |||
ჯენესისის კრებულები — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
![]() |
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Turn It On Again: The Hits — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის 1999 წელს გამოცემული კრებული.
მიუხედავად იმისა, რომ დისკში შეტანილია უშუალოდ ფილ კოლინზის ლიდერობის წლების სიმღერები (1976 - 1992), აქ ასევე შეტანილია „I Know What I Like (In Your Wardrobe)“, 1973 წლის ალბომიდან Selling England by the Pound - ერთადერთი სიმღერა პიტერ გებრიელის პერიოდიდან. აგრეთვე, დამატების სახით, გადამუშავებულია „The Carpet Crawlers“, ალბომიდან The Lamb Lies Down on Broadway. პიტერ გებრიელმა ამ ვერსიისთვის ახლებურად ჩაწერა ვოკალური პარტიები, ხოლო სტივ ჰეკეტმა, თავის მხრივ, დაამატა ახალი სოლო-პარტიები გიტარაზე. ამ ჩანაწერის პროდიუსერია ტრევორ ჰორნი.
გამოსვლისთანავე, კრებული მოხვდა ბრიტანეთის ჩარტებში, #4 ადგილზე, ხოლო აშშ-ში - #65 ადგილზე. აშშ-ში მან ოქროს სტატუსი მოიპოვა.
2007 წელს გამოვიდა კრებულის ახალი, ორდისკიანი ვერსია Turn It on Again: The Hits (Tour Edition). იგი წარმატებით მოხვდა რეიტინგებში და აღმოჩნდა პოპულარული ალბომების რეიტინგში #14 ადგილზე, შემდეგ კვირას კი - #5 ადგილზე. 2 დისკიანი ვერსია გამოვიდა აშშ-ში, იმავე წლის სექტემბერში.