Ultima Underworld: The Stygian Abyss | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Blue Sky Productions |
გამომცემელი | |
სერია | „Ultima“ |
პლატფორმ(ებ)ი | |
გამოსვლის თარიღი | |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | რიჩარდ გერიოტი |
პროდიუსერ(ებ)ი | უორენ სპექტორი |
დიზაინერ(ებ)ი | პოლ ნოირათი |
პროგრამისტ(ებ)ი |
|
მხატვარი |
|
სცენარისტი |
|
კომპოზიტორი |
|
Ultima Underworld: The Stygian Abyss — პირველი პირის მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა Blue Sky Productions-მა (შემდგომში Looking Glass Studios) და გამოსცა Origin Systems-მა 1992 წლის მარტში. თავდაპირველად განკუთვნილი იყო DOS-ის ოპერაციული სისტემისთვის, მაგრამ მოაგვიანებით პორტირებული იქნა FM Towns და NEC PC-98, Windows Mobile და PlayStation-ის პლატფორმებზე.
მოქმედება ვითარდება „Ultima“-ს სერიის ფენტეზის სამყაროში, კერძოდ დიად სტიგიურ უფსკრულში (ინგლ. Great Stygian Abyss) — უზარმაზარი მიწისქვეშეთი, რომელიც ინახავს გაუჩინარებული უტოპიური ცივილიზაციის ნარჩენებს. მოთამაშე აკონტროლებს ავატარს, (სერიის მთავარი პროტაგონისტი), რომელიც ჩადის მიწისქვეშეთში ბარონის მოტაცებული ქალიშვილის მოსაძებნად.
„Ultima Underworld“ ითვლება პირველ როლურ თამაშად, რომელიც ერთდროულად თავის თავში მოიცავს, პირველი პირის ხედვას, საბრძოლო სისტემას რეალურ დროში და რეალისტურ სამგანზომილებიან გარემოს. მან ჟანრს შემატა ისეთი ინოვაციები, როგორებიც არის ზემოთ-ქვემოთ ხედვის, ხტუნვის, ფრენის და ცურვის შესაძლებლობა.[3][4] . დიზაინი მოიცავს ადრეული როლური თამაშების, “Wizardry“-ის და „Dungeon Master“-ის სიმულაციურ ელემენტებს და ახასიათებს არასწორხაზოვანი სიუჟეტი და ემერჯენტული გეიმპლეი. თავად შემქმნელები თვლიდნენ მას „მიწისქვეშეთში გადარჩენის სიმულატორად“.
პროექტმა მიიღო მაღალი შეფასებები მიმოხილველებისგან და აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესოდ ვიდეო თამაშების ისტორიაში. 1992 წელს Origins Award-მა, 1992 წელს დაასახელა საუკეთესო ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკურ ვიდეო თამაშად.[5] მან დიდი გავლენა მოახდინა RPG ჟანრის თამაშების დეველოპერებზე და შთაგონების წყაროდ იქცა კომპანიების Bethesda Softworks[6] და Valve Corporation-ის[7] დიზაინერებისთვის. მისი გავლენით, ასევე შეიქმნა სერიები “Deus Ex“[8] და „BioShock. საერთო განხილვების საიტზე GameRankings ფლობს 80%.
ის კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, რამაც Origin System-ს აიძულა შეემცირებინა მარკეტინგული ხარჯები თამაშისთვის.[9] თუმცა, დრო და დრო, მისი პოპულარობა გაიზარდა და საბოლოოდ გაყიდვებმა 500,000 ეგზემპლარს მიაღწია.[10] 1993 წლის იანვარში გამოვიდა სიკველი „Ultima Underworld II: Labyrinth of Worlds“. შემუშავაებაში იმყოფება თამაში „Underworld Ascendant“, რომელიც იქნება ორივე ნაწილის გაგრძელბა.
<ref>
;
სქოლიოსათვის GOG.com
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის manual
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის gamebytes
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის mallo
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის origins
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის TES1
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის euro
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის eurogamer
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის GameRankings
არ არის მითითებული ტექსტი; $2<ref>
;
სქოლიოსათვის ttlg
არ არის მითითებული ტექსტი; $2