Us and Them

„Us and Them“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Dark Side of the Moon
A-მხარე Time
გამოსვლის თარიღი 4 თებერვალი 1974
ჩაიწერა ივნისი 1972 - იანვარი 1973
ჟანრი პროგრესული როკი, მძიმე როკი
ხანგრძლივობა 7:51
3:15 (სინგლის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records, EMI (ბრიტანეთი)
Harvest Records, Capitol (აშშ)
პროდიუსერი პინკ ფლოიდი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Money“
(1973)
Us and Them
(1974)
„Have a Cigar“
(1975)
The Dark Side of the Moon — სიმღერების სია
Echoes: The Best of Pink Floyd — სიმღერების სია

Us and Them“ (ინგლ. ჩვენ და ისინი) — მეექვსე ან მეშვიდე კომპოზიცია[1] ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1973 წლის ალბომიდან The Dark Side of the Moon[2][3]. სიმღერის ავტორები არიან რიჩარდ რაიტი და როჯერ უოტერსი. ის გრძელდება 7 წუთსა და 51 წამს და არის ყველაზე ხანგრძლივი სიმღერა ალბომზე. 70-იან წლებში, კონცერტებზე, უფრო გახანგრძლივებულ ვერსიას უკრავდნენ, თუმცა უფრო გვიანდელ ტურებზე მას ზოგჯერ დაახლოებით ერთი წუთით ამოკლებდნენ, რაც ჩანს ბუტლეგებზე და საკონცერტო ალბომებზე Pulse და Delicate Sound of Thunder.

  1. სიმღერის ნომერი დამოკიდებულია ალბომის გამოცემაზე. ზოგ გამოცემაში გაერთიანებულია კომპოზიციები Speak to Me და Breathe.
  2. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  3. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne