V.Smile | |
---|---|
![]() | |
| |
მწარმოებელი | VTech |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეექვსე თაობა |
გამოშვების თარიღი |
|
შეწყდა | 2010 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | SunPlus-ის SPG2xx[2] |
შეტანა | 2 კონტროლერი, კლავიატურა, მაუსი, გრაფიკული პლანშეტი, საცეკვაო დაფა |
წინა | VTech Socrates |
შემდეგი | V.Flash |
V.Smile — მეექვსე თაობის საგანმანათლებლო ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული VTech-ის მიერ 2004 წლის 4 აგვისტოს. კონსოლი გათვლილი იყო სამიდან შვიდ წლამდე ბავშვებისთვის.
სისტემის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 59 აშშ დოლარს.[3] მასში განთავსებული იყო SunPlus-ის SPG2xx ცენტრალური პროცესორი და გააჩნდა კლავიატურის და მაუსის მხარდაჭერა. ის დაფუძნებული იყო სპრაიტულ გრაფიკაზე და ძირითად მედია საშუალებად გამოიყენებდა სათამაშო კარტრიჯებს, რომელსაც ერქვა „სმარტრიჯი“ (Smartridge).
შემდგომში გამოვიდა V.Smile-ის რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის პორტატიული ვერსია V.Smile Pocket. აგრეთვე გამოიცა V-Motion - V.Smile-ის ერთ-ერთი ძირითადი ვერსია, რომელსაც გააჩნდა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის ხაზი და თან მოიხმარდა მოძრაობის დეტექტორ კონტროლერს. V-Motion და სმარტრიჯები უკუთავსებადი იყო V.Smile-ის სხვა ვარიანტებთან და სმარტრიჯებთან. V-Motion-ის სმარტრიჯები, აგრეთვე თავსებადი იყო V.Smile-ის კოსოლურ და პორტატიულ ვერსიებთან, თუმცა ახასიათებდა გარკვეული შეზღუდვები.