Vertigo 2005: Live from Chicago | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
ვიდეო — | ||||
გამოცემის თარიღი | 14-15 ნოემბერი 2005 | |||
ჩაიწერა | 9-10 მაისი, 2005, ჩიკაგო, ილინოისი | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 139:00 | |||
ლეიბლი | Island / Interscope | |||
რეჟისორი | ჰემიშ ჰემილტონი | |||
პროდიუსერი | ნედ ო’ჰენლონი | |||
U2 — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
MusicOMH | (კეთილგანწყობილი)[2] |
PopMatters | (7/10)[3] |
Sputnikmusic | (3.5/5)[4] |
Vertigo 2005: Live from Chicago — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს ვიდეო, რომელშიც ასახულია ჯგუფის მიერ 2005 წლის 9-10 მაისს, ჩიკაგოში გამართული კონცერტი.
DVD დისკზე გამოყენებული ვიდეომასალა გადაღებული იქნა ჯგუფის ორ კონცერტზე. 10 მაისს იყო ბონოს დაბადების დღე, ამან განსაკუთრებული ელფერი შესძინა კოლექტივის შოუს.
მიუხედავად იმისა, რომ სიმღერებს შორის არსებული პაუზები რედაქტირებული და შემცირებულია, სიმღერებმა ცვლილება არ განიცადეს. ფილმში კარგად ასახულია მცირე შეცდომა, რომელსაც ბონო დაუშვებს - Elevation-ის დროს მას ტექსტი ავიწყდება.
ამ კონცერტზე გადაღებული Original of the Species ნაჩვენები იყო IPod-ის რეკლამების დროს.
სიმღერა Trash, Trampoline and the Party Girl სრულდებოდა ორივე საღამოზე, მაგრამ არ იქნა შეტანილი დისკზე. 10 მაისის რეპეტიციის დროს ჩაწერილი ვიდეო მისი შესრულებით შეტანილია ფილმის მეორე DVD დისკზე. ყველა დანარჩენი სიმღერა შეიტანეს. მათი თანმიმდევრობა დაცულია.