კომერციულობა | კი |
---|---|
საიტის ტიპი | ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა |
რეგისტრაცია | არასავალდებულო |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
დამფუძნებელი |
ადამ მაკინი ტომ ორი ჯეიმზ ორი[1] |
მფლობელი | Candy Banana |
გაეშვა | 12 ნოემბერი, 2004[2] |
Alexa-ს რეიტინგი | 18,503 (დეკემბერი, 2015)[3] |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
VideoGamer.com (ადრე ცნობილი სახელწოდებით Pro-G) არის ინგლისურენოვანი ვებსაიტი ვიდეო თამაშების შესახებ. გაეშვა 2004 წლის 12 ნოემბერს ქალაქ ლონდონში სახელწოდებით Pro-G. საიტი აქვეყნებს სიახლეებს, მიმოხილვებს, პრევიუებსა და ვიდეობს თამაშების შესახებ. იგი არის Candy Banana ვებსაიტების ქსელის ნაწილი, რომელსაც მართავს შვედური მშობელი კომპანია IBIBI HB.