Welcome to My Nightmare | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 11 მარტი, 1975 | |||
სტუდია | Soundstage, ტორონტო; Plant East, Electric Lady და A&R Studios, ნიუ-იორკი | |||
ჟანრი | როკი, მძიმე როკი, არტ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 43:19 | |||
ლეიბლი | Atlantic | |||
პროდიუსერი | ბობ ეზრინი | |||
ელის კუპერი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Welcome to My Nightmare | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [1] |
Rolling Stone | (შერეული)[2] |
რობერტ კრისტგოუ | B−[3] |
Welcome to My Nightmare — ამერიკელი როკ-მუსიკოს ელის კუპერის მერვე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1975 წლის მარტში. იგი ელისის პირველი სოლო-დისკია, ვინაიდან ყველა წინა გამოიცემოდა მისი ჯგუფის სახელით. Welcome to My Nightmare აგრეთვე კუპერის ერთადერთი ალბომია, გამოსული ლეიბლ Atlantic Records-ზე. ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდა ლუ რიდი, ხოლო თანმხლები ტურნე იქცა თავისი დროის მოვლენად.
Welcome to My Nightmare კონცეპტუალური ალბომია. მასში შეტანილი სიმღერები აღწერენ ვინმე სტივენის თავგადასავალს ღამის კოშმარებში. ალბომის მიხედვით შეიქმნა სატელევიზიო ფილმი Alice Cooper: The Nightmare, ხოლო 1976 წელს გამოვიდა საკონცერტო ფილმი Welcome To My Nightmare. ალბომის გაგრძელება, Welcome 2 My Nightmare, 2011 წელს გამოიცა.
ალბომის გარეკანი შექმნილია დრიუ სტრუზენის მიერ. იგი მოხვდა Rolling Stone-ის „ყველა დროის 100 საუკეთესო გარეკანის სიაში“.[4] ჩანაწერის რემასტერი გამოვიდა სამი დამატებითი სიმღერით.
ალბომში შეტანილ „Devil's Food“ საშინელებათა ფილმების ცნობილი მსახიობის, ვინსენტ პრაისის ხმაც ჟღერს.