„West End Girls“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი — Pet Shop Boys | ||||
გამოსვლის თარიღი | 9 აპრილი 1984 | |||
ჩაიწერა | Unique Studios, ნიუ-იორკი, 1984[1] | |||
ჟანრი | სინთპოპი | |||
ხანგრძლივობა |
4:14 3:55 (7" ვერსია) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Bobcat Records | |||
ავტორ(ებ)ი | ნილ ტენანტი, კრის ლოუ | |||
პროდიუსერი | ბობი ორლანდო | |||
Pet Shop Boys — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„West End Girls [1985 წლის ვერსია]“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() 7" სინგლის ვერსია | ||||
სინგლი — Pet Shop Boys | ||||
ალბომიდან Please | ||||
B-მხარე | „A Man Could Get Arrested“ | |||
გამოსვლის თარიღი | 28 ოქტომბერი 1985 | |||
ჩაიწერა | აგვისტო 1985[1] | |||
ჟანრი | სინთპოპი | |||
ხანგრძლივობა | 3:59 (7" ვერსია), 4:41 (ალბომის ვერსია) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | EMI Music, Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | ნილ ტენანტი, კრის ლოუ | |||
პროდიუსერი | სტივენ ჰეიგი | |||
Pet Shop Boys — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„West End Girls“ — ინგლისური სინთპოპ-დუეტ Pet Shop Boys-ის სიმღერა და სინგლი. გამოვიდა 1984 წლის აპრილში.
სიმღერის პირველი ვერსიის პროდიუსერი არის ბობი ორლანდო. სინგლი გამოიცა Columbia Records-ის კუთვნილ Bobcat Records-ზე 1984 წელს და აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში იქცა ჰიტად. მას შემდეგ, რაც დუეტმა EMI-სთან კონტრაქტი გააფორმა, სიმღერა კვლავ იქნა ჩაწერილი სტივენ ჰეიგის თანაშემწეობით ჯგუფის პირველი ალბომისთვის Please. 1985 წლის ოქტომბერში სიმღერა კვლავ გამოიცა, 1986 წელს ბრიტანეთაა და აშშ-ში ჩარტების #1 პოზიციაზე მოხვედრით.
1987 წელს სიმღერამ მიიღო ჯილდო საუკეთესო სინგლისთვის Brit Awards-ზე და ჯილდო საუკეთესო საერთაშორისო სინგლისთვის აივორ ნოველოს დაჯილდოებაზე. 2005 წელს, ორიგინალური გამოცემიდან 20 წლის შემდეგ, კომპოზიტორებისა და სიმღერების ავტორების ბრიტანული აკადემიისგან მან მიიღო ათწლეულის სიმღერის წოდება, 1985-1994 წლების პერიოდის გათვალისწინებით.
Pet Shop Boys-მა სიმღერა შეასრულა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე.[2] იგი აგრეთვე მოხვდა ვიდეო თამაშ Grand Theft Auto V-ს საუნდტრეკში.[3]