„When I'm Sixty-Four“ | |
---|---|
სიმღერა — The Beatles | |
ალბომიდან Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band | |
ენა | ინგლისური |
გამოსვლის თარიღი | 1 ივნისი 1967 |
ჩაიწერა | 6-21 დეკემბერი 1966 |
ჟანრი | |
ხანგრძლივობა | 2:37 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone |
ავტორ(ებ)ი | ლენონი / მაკ-კარტნი |
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი |
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band – სიმღერები | |
|
When I'm Sixty-Four — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი სიმღერა. იგი შეტანილია ჯგუფ The Beatles-ის 1967 წლის სტუდიურ ალბომში Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band. მის ავტორებად მითითებულები არიან ჯონ ლენონისა დაპოლ მაკ-კარტნი.
მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა არ გამოცემულა სინგლად (და მხოლოდ სინგლების Strawberry Fields Forever და Penny Lane b-გვერდზე იყო წარმოდგენილი), იგი დღემდე რჩებდა The Beatles-ის ერთ-ერთ პოპულარულ ნომრად, რომელიც შესრულებულია მიუზიკ ჰოლის სტილში. პოლ მაკ-კარტნი ამ სიმღერაში უმღერის თავის შეყვარებულს იმ იმედით, რომ იგი (პოლი) 64 წლის ასაკშიც ისევე ეყვარება, როგორც ახალგაზრდობაში. სიმღერა ასევე ჟღერს ანიმაციურ ფილმში „ყვითელი წყალქვეშა ნავი“, სადაც The Beatles-ის წევრები დროის ზღვაში მოგზაურობენ და სწრაფად ბერდებიან.