Wildest Dreams | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 22 აპრილი, 1996 (ევროპა), 3 სექტემბერი, 1996 (აშშ) | |||
ჩაიწერა | 1995-1996 | |||
ჟანრი |
სოული პოპი | |||
ლეიბლი | Parlophone Records ინგლისი/Virgin Records აშშ | |||
პროდიუსერი | ტრევორ ჰორნი, ტერი ბრიტენი | |||
ტინა ტერნერი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
სინგლები ალბომიდან Wildest Dreams | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [1] |
Rolling Stone | [2] |
რობერტ კრისტგოუ | [3] |
The Daily Vault | B−[4] |
Wildest Dreams — ამერიკელი მომღერალ ტინა ტერნერის მეცხრე სტუდიური ალბომი, გამოცემული ლეიბლზე Parlophone/Virgin, 1996 წელს. ბრიტანეთსა და ევროპულ ქვეყნებში რეკორდული გაყიდვების გამო მას ორმაგი პლატინა მიენიჭა.
დისკი განსაკუთრებულ მოვლენად იქცა ტინას კარიერაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცნობილ სიმღერად იქცა GoldenEye, დაწერილი ბონოსა და ეჯის მიერ (U2), ასევე დიდი პოპულარობა იქონიეს სხვა სიმღერებმაც. ალბომი გამოირჩევა რამდენიმე ცნობილი სიმღერის ქავერ-ვერსიით და სპეციალურად ტინასთვის დაწერილი სიმღერებითაც, როგორიც არის Pet Shop Boys-ს მიერ შექმნილი Confidential. სხვა სიმღერებს შორის არის Unfinished Sympathy, Massive Attack-ის უკვე ცნობილი სიმღერის ვერსია. დისკში შეტანილია შერილ კროუს საავტორო All Kinds of People, ისევე როგორც დუეტი ბარი უაიტთან, In Your Wildest Dreams (რომელიც სინგლის სახით მოხვდა ბრიტანული ჩარტის #32 ადგილზე). სინგლების სახით ასევე გამოვიდა სიმღერები: On Silent Wings (დუეტი სტინგთან), Whatever You Want, Missing You (ჯონ უეიტი) და Something Beautiful Remains.
1997 წელს ეს ალბომი ევროპის ტერიტორიაზე გამოვიდა სპეციალური ორმაგი შეფუთვის სახით, დამატებით დისკთან ერთად, რომელშიც შევიდა რემიქსები, ალბომის ჩაწერის სესიებიდან დარჩენილი კომპოზიციები და ამსტერდამის კონცერტის ჩანაწერები, 1996 წლის ტურიდან. ორმაგი ვერსია ასევე გამოიცა აშშ-ში.