Windows NT-ის ვერსია | |
![]() | |
![]() Windows 10 (Fall Creators Update, ვერსია 1709), მოქმედებათა ცენტრი და დაწყების მენიუ | |
შემქმნელი | Microsoft |
---|---|
ოპერაციული სისტემის ოჯახი |
Microsoft Windows |
წყაროს მოდელი | დახურული წყარო, გაზიარებული წყარო (Windows Driver Frameworks ღია წყაროს სახის არის)[1] |
თავდაპირველი ვერსიის საბოლოო ვარიანტი |
15 ივლისი, 2015[2] |
ძირითადი ხელმისაწვდომობა |
29 ივლისი, 2015 |
უკანასკნელი გამოშვება | 22H2 (10.0.19045.4780) / 13 აგვისტო, 2024 |
უახლესი ნიმუში | 22H2 (10.0.19045.4842) / 22 აგვისტო, 2024 |
მარკეტინგული სამიზნე | პერსონალური კომპიუტერები |
განახლების მეთოდი | Windows Update, Windows Store, Windows Server Update Services |
მხარდაჭერილი პლატფორმები |
IA-32, x86-64, ARM64 |
ბირთვის ტიპი | ჰიბრიდული (Windows NT) |
სამომხმარებლო სივრცე |
Windows API .NET Framework Universal Windows Platform Windows Subsystem for Linux |
მომხმარებლის გრაფიკული გარემო |
Windows-ის გარსი |
ლიცენზია | საცდელი,[3] Microsoft Software Assurance, MSDN, Microsoft Imagine |
წინა | Windows 8.1 (2013) |
შემდეგი | Windows 11 (2021) |
ოფიციალური საიტი | https://www.microsoft.com/it-it/windows microsoft.com/ru-ru/software-download/windows10, https://www.microsoft.com/it-it/windows |
მხარდაჭერის სტატუსი | |
ყველა, ხანგრძლივი პერიოდით მხარდაჭერილი ვერსიის გარდა:
|
Windows 10 — ოპერაციული სისტემა პერსონალური კომპიუტერებისთვის. იგი შემუშავებულია კომპანია Microsoft-ის მიერ, როგორც Windows NT სერიის ოპერაციული სისტემა. მისი, როგორც Windows 8.1-ის გაგრძელების გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 30 სექტემბერს.[6] სისტემის სრული ვერსია გამოვიდა 2015 წლის 29 ივლისს.
Windows 10-ში პირველად არის წარმოდგენილია ე.წ. „უნივერსალური პროგრამები“, Metro-ს სტილის პროგრამების ახალი ვერსიები, რომლებიც Microsoft-ის სხვადასხვა ტიპის პროდუქციაში არის ხელმისაწვდომი - პერსონალურ კომპიუტერებზე, პლანშეტებზე, სმარტფონებზე, ჩასმულ პროგრამებში, Xbox One-ზე, Surface Hub-ში და Mixed Reality-ში. Windows-ის მომხმარებლის ინტერფეის გადამუშავდა ისე, რომ ზოგიერთ მოწყობილობაზე გადართვა მაუსს და სათითურს შორის მარტივად ხდება. ყველა ინტერფეისს ახლავს განახლებული დაწყების მენიუ, რომელშიც შეთავსებულია Windows 7-ის ტრადიციული დაწყების მენიუ და Windows 8-ის მოზაიკა. Windows 10-ის პირველ ვერსიაში აგრეთვე წარმოდგენილია ვირტუალური სამუშაო დაფა, ხელების ანაბეჭდების იდენტიფიცირების მხარდაჭერა და სახის ამოცნობა, კორპორატიული გარემოების უსაფრთხოების ელემენტები და DirectX 12 / WDDM 2.0-ის მხარდაჭერა, რათა შესაძლებელი იყოს ახალი ვიდეო თამაშების მხარდაჭერა.