ოპერაციული სისტემის ოჯახი |
Microsoft Mobile |
---|---|
წყაროს მოდელი | დახურული წყარო (Closed-source) |
ხელმისაწვდომი ენები | 130[1] |
ბირთვის ტიპი |
მონოლითური (Windows CE) (Windows Phone 7) ჰიბრიდული (Windows NT) (Windows Phone 8) |
ლიცენზია | კომერციული, კერძო საკუთრება |
ოფიციალური საიტი | windowsphone.com |
Windows Phone (შემოკლებით: WP) — სმარტფონის საოპერაციო სისტემა, რომელიც შექმნა კომპანია Microsoft-მა. ის არის Windows Mobile-ის (ასევე Microsoft-ის მიერ შექმნილი მობილური საოპერაციო სისტემა, რომლის წარმოება 2010 წლის იანვარში შეწყდა, რადგან იმავე წლის 21 ოქტომბერს უკვე შემოვიდა მისი ახალგაზრდა "შვილი") "შთამომავალი", თუმცა წინაპარ პლატფორმებთან არათავსებადია. წინამორბედისაგან განსხვავებით, Windows Phone-ის სამიზნე ბაზარი გულისხმობს უფრო მეტად ჩვეულებრივ მომხმარებლებს, ვიდრე კომერციულ კლიენტებს. პირველად ის 2010 წლის ოქტომბერში გამოვიდა, აზიაში კი 2011 წლის ადრეულ ხანებში.
სისტემის ბოლო ვერსია (ბოლო ფართომასშტაბიანი განახლების შემდეგ) არის Windows Phone 8,[2] რომელმაც 2012 წლის 29 ოქტომბერს იხილა მზე. სწორედ Windows Phone-ის შექმნის დროს ჩამოყალიბდა ინტერფეისის ახალი სადიზაინო ენა (დიზაინის სტილი) - "Modern UI" (რომლის კოდური სახელწოდებაა Metro). რაც შეეხება გამოყენებას, ამ საოპერაციო სისტემისთვის, მობილური მოწყობილობის სისტემური მოთხოვნები მინიმალურია, რაც Metro სტილის ინტერფეისის დამსახურებაა.
აპლიკაციების საინსტალაციო ფაილების ფორმატი, ამ სისტემაში არის XAP ფორმატი (მხოლოდ Windows Phone 8-ისთვის და უფრო ახლებისთვის), ხოლო საინსტალაციო ფაილების მენეჯერის როლს ასრულებს Windows Phone Store-ი).
Microsoft-ი ამჟამად მუშაობს Windows Phone-ის განახლებაზე, კოდური სახელწოდებით: "Windows Phone Blue" (ადრე ერქვა "Windows Phone Apollo Plus"), რომლის დასრულების შემდეგ შესაძლოა შემოვიდეს Windows Phone 8.1 ან Windows Phone 8.5 განახლებული სისტემა.