World Magnetic Tour

World Magnetic Tour

მეხიკოს სამიდან ერთ-ერთი შოუს პრომო პოსტერი
ტურნე, გამართული მეტალიკის მიერ
ჩატარების ადგილები აზია, ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა, ოკეანეთი, სამხრეთი ამერიკა
დაკავშირებული ალბომი Death Magnetic
დაწყების თარიღი 12 სექტემბერი, 2008
კონცერტების რაოდენობა

187
81 ჩრდილოეთ ამერიკაში
73 ევროპაში
20 ოკეანეთში
10 სამხრეთ ამერიკაში
3 აზიაში

1 გაუქმებული
შემოსავალი $217,245,629
მეტალიკის კონცერტების ქრონოლოგია
European Vacation Tour
(2008)
World Magnetic
Tour

(2008–2010)
2011 Vacation Tour
(2011)

World Magnetic Tour იყო ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 2008 — 2010 წლებში გამართული საკონცერტო ტურნე. იგი ჩატარდა მათი მეცხრე სტუდიური ალბომის, Death Magnetic, მხარდასაჭერად, რომელიც გამოვიდა 2008 წლის 9 სექტემბერს.

ოფიციალურად, ტურნე დაიწყო 2008 წლის ოქტომბერში, აშშ-ის შტატ არიზონაში, ქალაქ გრენდეილში, რამდენიმე სარეკლამო შოუსა შემდეგ ევროპასა და აშშ-ში. 2010 წლის სექტემბრისთვის ტურნეს უკვე უმასპინძლეს ევროპამ, აზიამ, ოკეანეთმა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკამ.

ტურნე დამთავრდა 2010 წლის 21 ნოემბერს, სამი შოუთი მელბურნში.[1][2] ტურნე ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მეტალიკისათვის. ამასთანავე, ტურნემ დაიკავა მეჩვიდმეტე ადგილი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ტურნეებს შორის.

ჟურნალის Pollstar მიხედვით, World Magnetic Tour იყო 2009 წლის მეათე ყველაზე შემოსავლიანი ტურნე 89.1 მილიონი აშშ-ის დოლარით 78 შოუდან,[3] ხოლო 2010 წელს, 110.1 მილიონი დოლარით, გადაინაცვლა მეხუთე პოზიციაზე წლის ყველაზე შემოსავლიან ტურნეებს შორის.[4] საერთო ჯამში, ტურნეს შემოსავალმა შეადგინა 217 245 629 დოლარი 166 შოუდან ორი წლის განმავლობაში, რომელსაც დაესწრო 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი.[3][4]

  1. მეტალიკა. (9 აგვისტო, 2010) The End of the Line.... Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2011-10-14.
  2. Steffan Chirazi. (21 ნოემბერი, 2010) THE LAST THREE SHOWS...THE END OF THE LINE...THE BEGINNING OF ANOTHER.... Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2011-10-14.
  3. 3.0 3.1 2009 Top 50 World Wide Tours. Pollstar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-09. ციტირების თარიღი: 2011-10-14.
  4. 4.0 4.1 2010 Top 50 World Wide Tours. Pollstar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-05. ციტირების თარიღი: 2011-10-14.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne