„World in My Eyes“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი — Depeche Mode | ||||
ალბომიდან Violator | ||||
B-მხარე | Happiest Girl, Sea of Sin | |||
გამოსვლის თარიღი |
2 სექტემბერი 1990 (პრომო) 17 სექტემბერი, 1990 (კომერციული) | |||
ჩაიწერა | 1990 | |||
ჟანრი | სინთპოპი | |||
ხანგრძლივობა | 4:26 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Mute Records | |||
ავტორ(ებ)ი | მარტინ გორი | |||
პროდიუსერი | Depeche Mode, Flood | |||
Depeche Mode — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
World in My Eyes — ინგლისური ელექტრონული ჯგუფ Depeche Mode-ის დისკოგრაფიაში რიგით 26-ე სინგლი. იგი გამოიცა ბრიტანეთში, 1990 წლის 17 სექტემბერს, როგორც მეოთხე სინგლი სტუდიური ალბომიდან Violator.
სინგლის გარეკანზე გამოსახულია ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ხელებით გამოსახავს სათვალეებს. 12-იან გამოცემაზე გამოსახულია ჯგუფის ოთხივე (იმ ეტაპზე) წევრის ფოტო.
სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია ანტონ კორბეინი. არსებობს კლიპის ორი ვერსია. პირველი უცნობი იყო კრებულის The Videos 86-98 გამოცემამდე. ხოლო ცნობილი, მეორე ვერსია, შეიცავს კადრებს დეივ გეენისა და უცნობი გოგონას მონაწილეობით, მათ მიერ ღია კინოთეატრში ვიზითა და ჯგუფის საკონცერტო ტურნეს World Violation Tour კადრებით.