Wuxi Classic

Wuxi Classic — სნუკერის პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი[1]. პირველად ჩატარდა 2008 წლის 4-8 ივნისს (სახელწოდებით Jiangsú Clássic) ჩინეთის პროვინცია ძიანსუს ორ ქალაქში: უსისა (ინგლ. Wuxi) (ფინალი) და ნანკინში (ინგლ. Nanjing) (ტურნირის დარჩენილი ნაწილი). 2009 წელს ტურნირი მხოლოდ უსიში ტარდებოდა, ხოლო 2010 წელს მან თავისი ამჟამინდელი სახელწოდება მიიღო.

ეს ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე პირველია სეზონში. როგორც წესი, მასში მონაწილეობას იღებენ წამყვანი პროფესიონალები და რამდენიმე ადგილობრივი მოთამაშე (ზოგიერთი მათგანი მოყვარულია, უაილდ-კარდის მფლობელი).

  1. რეიტინგული ტურნირის სტატუსი 2012 წელს მიიღო

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne