![]() | |
ტიპი | კერძო კომპანია |
---|---|
დარგი |
სამომხმარებლო ელექტრონიკა; კომპიუტერული მოწყობილობები |
დაფუძნდა | 6 აპრილი, 2010 |
დამაარსებელი | ლეი იუნი |
სათავო ოფისი |
პეკინი, ![]() |
პროდუქცია |
|
შემოსავალი |
![]() |
თანამშრომელი | დაახლოებით 8 100[1] |
Xiaomi Inc. (ჩინ.: 小米科技, წარმოითქმის სიაომი) — ელექტროტექნიკის მწარმოებელი ჩინური კერძო კომპანია; სათავო ოფისი მდებარეობს პეკინში.
Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების მესამე უდიდესი მწარმოებელია. იგი აწარმოებს და ყიდის სმარტფონებს, მობილურ აპლიკაციებსა და სამომხმარებლო ელექტრონიკას.[2] მას შემდეგ, რაც 2011 წლის აგვისტოში პირველი სმარტფონი გამოუშვა, Xiaomi-მ კონტინენტური ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და თავისი საქმიანობა სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროშიც განავრცო. კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია ლეი იუნი, რომელიც ფორბსის მონაცემებით, ჩინეთის 23-ე უმდიდრესი ადამიანია. 2014 წელს კომპანიამ 60 მილიონზე მეტი სმარტფონი გაყიდა.[3]
კომპანიას დასაქმებული ჰყავს 5 000-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად კონტინენტურ ჩინეთში, მალაიზიაში, სინგაპურსა[4] და სხვა ქვეყნებში, მაგალითად ინდოეთსა[5] და ინდონეზიაში.[6]
IDC-ის მონაცემებით, ამჟამად Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების მესამე უდიდესი მწარმოებელია, რომელსაც მეოთხე და მეხუთე ადგილებზე მოჰყვება Lenovo და LG. მიუხედავად გაყიდვების მოცულობის შემცირებისა, ამ სიაში პირველ ადგილზე კვლავ სამსუნგი რჩება, მეორე ადგილზე კი Apple Inc-ია.[7]
2014 წლის დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც Xiaomi-მ ინვესტორებისგან 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია მიიღო, ის მსოფლიოში ყველაზე ღირებული ახლად შექმნილი ტექნოლოგიური კომპანია გახდა; მისი ღირებულება 46 მილიარდ დოლარზე მეტია.[8]
Xiaomi 2010 წლის 6 ივნისს რვა პარტნიორმა დააარსა. დაარსების პირველ ეტაპზე, ძირითად ინვესტორებს შორის იყვნენ სინგაპურის მთავრობის მფლობელობაში მყოფი საინვესტიციო კომპანია Temasek Holdings, ჩინური ფონდები IDG Capital და Qiming Venture Partners,[9] მობილურის პროცესორების მწარმოებელი Qualcomm.[10] 2010 წლის 16 აგვისტოს, Xiaomi-მ ოფიციალურად გაუშვა ანდროიდზე დაფუძნებული firmware MIUI.[11] 2011 წლის აგვისტოში დაანონსდა კომპანიის პირველი სმარტფონი Xiaomi Mi1. იგი გამოვიდა Xiaomi-ის MIUI firmware-ით, რომელიც ანდროიდზეა დაფუძნებული და Samsung-ის TouchWiz-სა და Apple-ის iOS-ს წააგავს. მოწყობილობა ასევე აღიჭურვა ანდროიდის მარკეტით.[12]
2012 წლის აგვისტოში Xiaomi-მ დააანონსა Xiaomi Mi2 სმარტფონი. მოწყობილობა აღიჭურვა Qualcomm-ის Snapdragon S4 Pro APQ8064-ით, 1.5 GHz quad-core Krait chip-ით, 2GB RAM-ით და Adreno 320 GPU-ით.[13] 2013 წლის 24 სექტემბერს კომპანიამ განაცხადა, რომ მან 11 თვის მანძილზე 10 მილიონზე მეტი Mi2 მოწყობილობა გაყიდა.[14] სმარტფონების ამ სერიას ევროპაში, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ყიდიდა უკაბელო ტელეფონების გამყიდველი კომპანია Mobicity.[15]
2014 წელს, Xiaomi-მ ჩინეთის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესახებ განაცხადა, პირველ ქვეყნად კი სინგაპური დააანონსა.[16] სინგაპურის შემდეგ, კომპანია შევიდა მალაიზიაში, ფილიპინებსა და ინდოეთში,[17] უახლოეს თვეებში კი შესვლას ასევე გეგმავს ინდონეზიაში, ტაილანდში, რუსეთში, თურქეთში, ბრაზილიასა და მექსიკაში.[18]