Yellow Submarine Songtrack | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
კინომუსიკა — | ||||
გამოცემის თარიღი | 13 სექტემბერი 1999 | |||
ჩაიწერა | 1965–1968 | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 45:38 | |||
ლეიბლი |
Apple Capitol | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Blender | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Entertainment Weekly | B+[3] |
Goldmine | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Mojo | (კეთილგანწყობილი)[5] |
Q | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Rolling Stone | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Wall of Sound | 95/100[8] |
Yellow Submarine Songtrack — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის იმ სიმღერების კომპილაციური ალბომი, რომლებიც შეტანილი იქნა ფილმში „ყვითელი წყალქვეშა ნავი“. მასში შეტანილია ბევრი სიმღერა, რომელიც არ მოხვდა ალბომში Yellow Submarine. დისკის გამოცემა თან ახლდა ფილმის ხელახლა გამოცემას.
განსხვავებით ჯგუფის 2009 წლის რემასტერებისგან, ამ კრებულზე წარმოდგენილი სიმღერები წარმოადგენს ორიგინალური მრავალფირიანი ჩანაწერებიდან აღდგენილ ვარიანტებს, რომლებიც ამგვარი სახით მანამდე არ გამოუციათ.
ორიგინალური ალბომის Yellow Submarine ორკესტრული კომპოზიციები შეტანილი იქნა DVD-ს დამატებით აუდიო ჩანაწერად, ფილმის CD/DVD შეფუთვაში.
ალბომი ბრიტანეთის ჩარტებში გამოცემისას #8 პოზიციაზე მოხვდა და პირველივე კვირის მანძილზე 19.000 ასლის ოდენობით გაიყიდა. იგი აგრეთვე Billboard 200-ის ჩარტის #15 პოზიციამდე ავიდა, გაიყიდა რა გამოცემიდან ერთი კვირის მანძილზე 68.000 ასლის სახით. საფრანგეთში იგი #13 პოზიციაზე მოხვდა.
2013 წლის 4 ივნისს ალბომი ბრიტანეტში CD-ზე ხელახლა გამოიცა (აშშ-ში - 5 ივნისს), ფილმის „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ახალ DVD და პირველ Blu-Ray გამოცემასთან ერთად. 1999 წლის ვარიანტი წარმოადგენდა სტანდარტულ ყუთს, ხოლო 2012 წლის ვერსია გამოიცა digipak-ის სახით, ბუკლეტით და ადრეული ვერსიის კატალოგის ნომრებით, დისკის ზედაპირზე საავტორო უფლებათა შესახებ ანოტაციებში 1999, ხოლო შეფუთვაზე - 2012 წლის მითითებით.