ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
![]() | |
![]() | |
ტიპი | შვილობილი კომპანია, შპს |
---|---|
დაფუძნდა | 14 თებერვალი, 2005 |
დამაარსებელი | ჩად ჰარლი, სტივ ჩენი, ჯოუდ კარიმი |
სათავო ოფისი | სან ბრუნო, კალიფორნია |
კოორდინატები | 37°37′41″ ჩ. გ. 122°25′35″ დ. გ. / 37.62806° ჩ. გ. 122.42639° დ. გ. |
მფლობელი |
YouTube — ვიდეოპორტალი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს ვიდეოები. 2005 წლის თებერვალში[1], PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა YouTube, ხოლო 2006 წლის ნოემბერში გუგლმა იგი შეიძინა $1.65 მილიარდად და დღესდღეობით მუშაობს როგორც გუგლის შვილობილი კომპანია. კომპანია დაფუძნდა სან ბრუნოში, კალიფორნიაში და იყენებს Adobe Flash Player-ისა და HTML5-ის ტექნოლოგიას, მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მრავალფეროვანი ვიდეომასალის გადმოსაცემად, მათ შორის: კინო და სატელევიზიო კლიპების, მუსიკალური კლიპების, ასევე სამოყვარულო მასალების, როგორებიცაა ვიდეო ბლოგერობა და მოკლე ორიგინალური ვიდეოები. YouTube-ზე ყველაზე მეტ მასალას ტვირთავენ ცალკე პიროვნებები, თუმცა მედია კორპორაციები, მათ შორის CBS, BBC, UMG და სხვა ორგანიზაციები, სთავაზობენ მომხმარებლებს თავიანთ ნაწარმს, საიტის მეშვეობით, YouTube-თან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში[2].
დაურეგისტრირებელ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვიდეოების ყურება, მაშინ როდესაც დარეგისტრირებულს შეუძლია ვიდეოების ატვირთვა განუსაზღვრელი რაოდენობით, ვიდეოების შეფასება და კომენტარების დაწერა. ვიდეოებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ არასასიამოვნო ან შეურაცხმყოფელ შინაარსს, აქვთ ნახვის შეზღუდვა 18 წლამდე. იმ ვიდეოების ატვირთვა, რომლებიც შეიცავენ ცილისწამებას, პორნოგრაფიას, საავტორო უფლების დარღვევასა და დანაშაულისკენ მოწოდებას, აკრძალულია YouTube-ის სერვისის წესდებით.
YouTube-ის დევიზია: Broadcast Yourself (ქართ. იმაუწყებლე შენით).